Monday, April 2, 2012

1.      პროექტის სახელწოდება:  მწერები
2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა): ბუნების დაცვა 
3.      პროექტის აქტუალობა: ეს თემა აქტუალურია, რამდენადაც გარემოს დაბინძურების შედეგად იმატა მავნე მწერების ოდენობამ. ისინი ანადგურებენ მცენარეებს,გადააქვთ დაავადებები. ნაკლები რაოდენობითაა ლამაზი და სასარგებლო მწერები.
4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მიიღონ მცირე მეცნიერული ცოდნა სასარგებლო და მავნე მწერების შესახებ, მცირე მეცნიერულ დონეზე ზოგიერთი სამედიცინო საკითხის შესწავლა(ჰიგიენა, ნაკბენის დამუშავება). მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება და სიყვარული დედაბუნები მიმართ.
5.      მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი
6.      ვადები/ხანგრძლივობა: 10 აპრილი-15 ივნისი
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:ინფორმაცია მწერების შესახებ,ფოტო-ვიდეო მასალა, ლიტერატურული მასალა მწერების შესახებ;
მოსწავლეებს უვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი,    ფოტოაპარატი, ვიდეო,ბუნებისმცოდნეობის და ქართული ენის სახელმძღვანელოები.
9. პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეთა ინტერესების და შესაძლებლობები ს    გათვალისწინებით ქმნის ჯგუფებს და აძლევს დავალებებს ( კლასში 25 მოსწავლეა).
აქტივობა 1: 1-ელ ჯგუფს ევალება მოიძიონ ინფორმაცია სასარგებლო მწერების შესახებ(ფოტოებით).
აქტივობა 2: მე-2 ჯგუფმა მოიძიოს ინფორმაცია მავნე მწერების შესახებ(ფოტოებით)
აქტივობა 3: მე-3 ჯგუფმა მოიძიოს ინფორმაცია სამედიცინო მასალებიდან-როგორ დავიცვათ ჰიგიენის წესები; როგორ მოვიქცეთ  იმ  შემთხვევაში, თუ მწერმა დაგკბინათ.
აქტივობა 4: მე-4 ჯგუფმა ქართული ენის სახელმძღვანელოში მოიძიონ ტექსტები რომლებშიც საუბარია მწერებზე და გაითამაშონ (წაიკითხონ როლებში).
აქტივობა 5: მე-5 ჯგუფმა მოიძიონ ანდაზები, ენის გასატეხები, გამოცანები მწერებზე და დაისწავლონ.
აქტივობა 6: მე-6 ჯგუფმა უფროსების დახმარებით შექმნან ფოტომასალა მწერებზე.
ყოველი კვირის ბოლოს მასწავლებელი ამოწმებს და აკვირდება დავალების შესრულების მიმდინარეობას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება, ქართული ენა და ლიტერატურა.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ჩხაიძე
12. ხელმძღვანელის ელფოსტა: m.chkhaidze2012@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:ortabatumi.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა